მთავარი

დაპირისპირება დაკრძალვაზე – დაჭრილია ორი პირი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დაკრძალვაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

იტვირთბა....