EURO 2024-ისთვის პირდაპირ ფრენებზე Georgian Airways-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო – ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
- თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
- თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
- თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ავიაკომპანიის ცნობით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში – სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.