aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ – ქალაქებში სტამბოლსა და ანკარაში დიდი გამარჯვება მოიპოვა.

BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.

სტამბოლში მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 50 %-ი მიიღო და დაამარცხა კონკურენტი, მურათ ქურუმი ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“

ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ასევე ლიდერობს თურქეთის ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში.

შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....