ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი – რა ხდება ადგილზე?

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სხეულის დამწვრობით, ერთი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

საცხოვრებელ სახლში დაიწვა საყოფაცხოვრებო ინვენტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

იტვირთბა....