ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს” – ღარიბაშვილი

მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს – ამის შესახებ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია.
ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....