aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფედერაცია: ძალიან მალე გვეცოდინება, როგორ გაიყიდება Euro 2024-ის ბილეთები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია UEFA-სთან ზუსტდება.

როდის გაიყიდება ბილეთები – ფედერაციაში ამბობენ, რომ ბილეთების გაყიდვის დეტალებზე ინფორმაცია „ძალიან მოკლე პერიოდში ექნებათ”.

ფეხბურთის ფედერაციაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ მიზეზი, რის გამოც ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე არ დაწყებულა არის ის, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.

„საბოლოო დეტალების გავლა მიმდინარეობს უეფასთან. ძალიან მოკლე პერიოდში გვექნება საბოლოო, დეტალური ინფორმაცია ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. აქამდე იმიტომ არ დაწყებულა ბილეთების გაყიდვა, რომ ჩვენ ეხლა მოვიპოვეთ თამაშის უფლება. შესაბამისად, არის საკითხები, რომლის გავლაც არის საჭირო. დღეს გვექნება საუბარი ზუსტად ამ საკითხზე. როგორც კი საბოლოო დეტალები დაზუსტდება, ინფორმაციას გავავეცელებთ”, – გვიპასუხეს ფედერაციაში.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ევრიპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართავს.

გერმანიის ყველაზე დიდი სტადიონიზე, რომელიც 80 ათასამდე მაყურებელს იტევს.

UEFA/EURO2024-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი 400 ევროა.

იტვირთბა....