საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარდგენენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, “ისინი არიან გმირები და გმირებს დაფასება სჭირდებათ”.
“დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე, პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს.
ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი” – აცხადებს პემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.