ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემზარავი ავარია ბორჯომში – არის მსხვერპლი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....