ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდს აიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი ფაქტობრივად უფუნქციოა, მძიმე მდგომარეობაშია – ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, აუცილებელია მისი თითქმის სრული დემონტაჟი და ახლის აგება.

იმის გამო, რომ ხიდი არ არის ადაპტირებული, მისი რეაბილიტაცია კი რამდენიმე მილიონი დაჯდება, მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

“დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება” – თქვა კახი კალაძემ.

იტვირთბა....