ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელის ტერაქტების გამოძიებაში აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო

ბრიუსელის ტერაქტების გამოძიებაში შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ განცხადება დღეს ბარაკ ობამამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები უკვე რამდენიმე დღეა, ადგილზე იმყოფებიან და ბელგიელ კოლეგებს დეტალების დადგენაში ეხმარებიან.

 

ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად შეერთებული შტატებისა და ევროპაში ტერაქტების აღკვეთაზე მუშაობს.

 

“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისლამური სახელმწიფო არ გაანადგურებდა,” – აცხადებს ბარაკ ობამა და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით მოკავშირეებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი ზომაა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს. შემთხვევა თავის თავზე ISIS-მა აიღო.

 

იტვირთბა....