ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თერჯოლის მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს

აქცია გაიმართა თერჯოლის რაიონში, სადაც მშენებარე ავტობანის გამო 150-ოჯახიანი სოფელი ძირითადი გზის გარეშე დარჩა. ეწერის მოსახლეობამ სპეცტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათ სოფელში შესასვლელი გზა არ მოეწყობა, ბლოკირებას არ შეწყვეტენ. სოფელი, რომელშიც 150 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ერთი გზით სარგებლობს და რამდენიმე კილომეტრის დამატებით გავლა უწევთ მაგისტრალამდე.

 

პროექტით გზის მოწყობა გათვალისწინებული არ არის. სოფლის გამგეობაში განმარტავენ, რომ საგზაო დეპარტამენტს წერილით უკვე მიმართეს და პასუხს რამდენიმე დღეა, ელოდებიან.

იტვირთბა....