aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა – დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და “არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა”.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს როგორც სამშენებლო პარტნიორის, ისე კერძო პარტნიორის წინადადებების შერჩევის ეტაპი.

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების თაობაზე, იმისთვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. ეს გეგმა ჯერ კიდევ გასულ წელს გავაცანით საზოგადოებას, ამიტომ აქ არანაირი სიურპრიზი, გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა. მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ ჯერ კიდევ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. ამჟამად შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. აქაც არანაირი სიურპრიზი არ არის. დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში. პარალელურად მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტების ეტაპი, კერძო პარტნიორის შერჩევის, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. მაისის ბოლომდე აქვთ კომპანიებს ვადა, რომ წინადადებები წარმოადგინონ. ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან – ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. ასობით გვერდი დოკუმენტია, რომელიც კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ. პროცესი მიდის ძალიან გეგმაზომიერად”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იტვირთბა....