შარდენის ქუჩაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის საპროტესტო აქცია გაიმართა. „ნუ მაბოლებ!“ – ამ სახელწოდების აქციის მთავარი მოთხოვნა არის რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა.
აქციაზე, ალიანსთან ერთად, დახურულ სივრცეში მოწევას სტუდენტებიც აპროტესტებდნენ.მათ კაფე-ბარების და რესტორნების მენეჯერებს მოუწოდეს, დახურულ სივრცეში მოწევაზე უარი თქვან.
საპროტესტო აქციაზე ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების წევრები, შავფაროსნები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით დაკისრებულ ვალდებულება შეახსენეს, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას და თამბაქოს პროპაგანდას კრძალავს.