ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცრუგანგაში ქუთაისისა და ბათუმის სკოლებში- ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩენილი არ არის

ბათუმში, კერძო სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ტერიტორია კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა შეამოწმეს.

ცრუ შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებლის არსებობაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევიდა. ავტორი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან განახლდება. იქამდე კი შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ცრუ შეტყობინება ასაფეთქებელზე შევიდა ამავე სკოლის ქუთაისის ფილიალშიც.

იტვირთბა....