ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემზარავი ავარია ბათუმში – არიან დაღუპულები

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს.

პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. ის კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მოხდა. შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მამაკაციც ადგილზე დაიღუპა.

მომ­ხდა­რის გამო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

იტვირთბა....