ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFRI) დამფუძნებელ პრეზიდენტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFRI) დამფუძნებელ პრეზიდენტთან, აკადემიკოსს ტიერი დე მონბრიალთან გამართეს შეხვედრა.

საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები, საფრანგეთის ხედვები ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრაზე მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო. ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

იტვირთბა....