ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტროტუარი ქვეითებისაა: ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა

ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა.

 

აქციის მონაწილეებმა მძღოლებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და პატრულის თანამშრომლებს კანონის აღსრულება და ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება მოსთხოვეს.

 

როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ამბობს, ტროტუარი ქვეითებს უნდა დავუთმოთ.

 

„ტროტუარი არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს ადგილს ფეხით სიარულისათვის და ტროტუარი უნდა დავუთმოთ ქვეითებს. ეს ეხება ყველა მძღოლს, რომელიც ამბობს, რომ რა ქნას, როცა ადგილი არ არის. მაშინ რა ქნას ქვეითმა? გადავიდეს გზაზე და მანქანების სავალ ნაწილზე იაროს?“ – განაცხადა შალვა ობგაიძემ.

იტვირთბა....