ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნარკოტიკი კლავს, გადაგვირჩნეთ შვილები!” – ბათუმში დედების აქცია გაიმართა

ბათუმში დედების აქცია გაიმართა. “ნარკოტიკი კლავს” – ამ მოწოდებით ქალები ევროპის მოედანზე გავიდნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. “გადაგვირჩინეთ შვილები, ნუ გაჩუმდებით” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

პროტესტის რეჟიმში გადასული ქალები ხელისუფლებისგან იმ ადამიანებისს დასჯას მოითხოვენ, რომლებსაც სასიკვდილო ნივთიერებები ქვეყანაში შემოაქვს, შემდეგ კი უკონტროლოდ ყიდიან.

ბათუმის ცენტრში გამართული აქცია-პერფორმანსი “ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.

იტვირთბა....