ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლუკოილის ვიცეპრეზიდენტი, ვიტალი რობერტუსი მკვდარი იპოვეს

რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, ლუკოილის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი მკვდარი იპოვეს.

“ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ვლადიმერის ძე რობერტუსი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა”. – წერია ლუკოილის პრესრელიზში.

რობერტუსი კომპანიის მეოთხე ტოპ მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა.

2022 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ლუკოილის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ალექსანდრ სუბოტინი. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

ამავე წელს გარდაიცვალა, ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი, რომელიც ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.

2023 წლის ოქტომბერში კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მაგანოვის შემცვლელი, ვლადიმირ ნეკრასოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად ამ შემთხვევაშიც გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

იტვირთბა....