ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს, სავჩენკოს განაჩენის გამო, ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭომ ნადია სავჩენკოს განაჩენის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

 

შავ სიაში 50–ზე მეტი ადამიანი მოხდვა, რომლებიც, ოფიციალური კიევის აზრით, ნადია სავჩენკოს, ოლეგ სენცოვისა და რუსეთში დაკავებული სხვა უკრაინელების გასამართლებაში მონაწილეობდნენ.

 

სანქციები დაეკისრებათ რუსეთის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებს, სამხედროებს, საგამოძიებო კომიტეტის, პროკურატურისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს.

 

პარალელურად, უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ შეთანხმება კიევისთვის ნადია სავჩენკოს გადაცემასთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. იულია ტიმოშენკოს თქმით, ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლება ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა დაითანხმეს.

შეგახსენებთ, სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

იტვირთბა....