შეკვეთილში მძიმე ტექნიკა წყლის მიწით ამოვსებას ცდილობს. უკვე დაფარულია მონაკვეთის ნახევარი.
ტიტას ხე ციხისძირიდან გურიაში 2 დღის წინ ზღვით წაიღეს, თუმცა ბარჟამ ნაპირთან მისვლა ვერ შეძლო და თავდაპირველად სპეციალისტები ნავმისადგომის გაღრმავებას ცდილობდნენ, მაგრამ უკვე გუშინ საღამოს სტრატეგია შეცვალეს.
შეგახსენებთ, ციხისძირიდან ასწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. სამუშაოებს კოპმანია “ზიმო” ასრულებს. ადგილზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც პროცესის შეჩერება იყო.