ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Gallup International-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83%-ი მზად არის იომოს, თუ ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყება.
ამავე ორგანიზაციის ჩატარებულ 2018 წლის კვლევაში, ამავე კითხვაზე საქართველოს მოქალაქეების 76% პასუხობდა, რომ მზადაა იბრძოლოს ქვეყნისთვის.
კვლევის მიხედვით, ტოპ 5 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ამბობენ, რომ მზად არიან იბრძოლონ თუ მათ ქვეყანაში ომი იქნება, ასე გამოიყურება:
სომხეთი 96%
საუდის არაბეთი 94%
აზერბაიჯანი 88%
პაკისტანი 86%
საქართველო 83%
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ იტალიას აქვს. იტალიის მოსახლეობის 78% ფიქრობს, რომ თუ მათ ქვეყანაში ომი დაიწყება, ისინი შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ:
ტოპ 5 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეების უმეტესობა უარს ამბობს ქვეყნისთვის ბრძოლაზე:
იტალია 78%
ავსტრია 62%
ნიგერია 54%
ესპანეთი 53%

იტვირთბა....