ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძემ ეკლესიას მიწები 1 ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს დამატებითი მიწები გადასცა – პრემიერის განკარგულება რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტით დგინდება, რომ გურიაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი ეკლესიას საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
მართლმადიდებელ ეკლესიას საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში განესაზღვრა.

იტვირთბა....