ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ამ თანამდებობის დატოვება მოუწევს.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი კი გიორგი ქაჯაია იქნება. პრემიერმინისტრის მრჩეველი – ზურაბ აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რევაზ ჯაველიძე 1 მარტს გაათავისუფლეს. ამავე დღეს კობახიძემ გაათავისუფლა რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილიც.

იტვირთბა....