უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.
მათი ცნობით, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი ფრონტის ხაზზე, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ.
ბოლო 2 წელში უკვე 61 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ფრონტის ხაზზე.