ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა” – ანა ბუჩუკური

“ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენი გუნდის პოზიცია თქვენ იცით, პირველი, ყველა პროპაგანდა არის ცუდი. მეორე ის რომ, მით უფრო ბავშვების მიმართ განხორციელებული პროპაგანდა არის განსაკუთრებულად და კატეგორიულად მიუღებელი. ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი. წარმოადგინონ როგორ აპირებენ საკუთარი პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას, რატომ მალავენ ამ კანონპროექტს და მეორე, კიდევ უფრო სერიოზული თემა არის ის, რატომ გაახსენდათ ბავშვები ახლა?! სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ახლა ბავშვებს ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს ამოეფარნენ, ნუ იმალებიან! წარმოადგინონ პროექტი“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

იტვირთბა....