ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შესახებ BMG-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

აქამდე სამუშაოების დასრულების პერიოდად 2024 წლის ზაფხულის ბოლო სახელდებოდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, შესაძლო გადავადება დამატებით კვლევებს და პროექტის განახლებას უკავშირდება.

“მეტროსადგურ “ვარკეთილში” არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტი განახლდა. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიწიოს“ – ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

იტვირთბა....