ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს – გეოლოგების დასკვნა ადიგენში მეწყრულ პროცესებზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ატმოსფერულმა ნალექებმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა – გაეროს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი ცხოვრობს.

“ადიგენის მერიამ საშიშ ზონაში მყოფი 3 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაუყოვნებლივ უზრუნველყო, კიდევ 3 ოჯახს მერია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც შეეხება დარჩენილ 2 ოჯახს, ისინი ამ ეტაპზე უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დატოვებაზე. რაც შეეხება დარჩენილ 8 სახლს, ოჯახები ადგილზე არ იმყოფებიან და ყველა მათგანი დაკეტილია.
გეოლოგებმა აქტიურ მეწყრულ არეალში მდებარე სხვადასხვა ლოკაციებიც დაათვალიერეს, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: “მეწყრული პროცესების ამჟამინდელ არეალთან ყველაზე ახლოს 8 ოჯახი იმყოფება, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ახლად გააქტიურებული მეწყრის მიერ გამოწვეული დეფორმაციები დღეისთვის არ შეიმჩნევა” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....