ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა

ესპანური გამოცემა „მარკას“ ცნობით, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ დაადასტურა.

თოფურია 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს.

UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ თქვა, რომ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და პრემიერთან სწორედ ეს თხოვნა ჰქონდა.

იტვირთბა....