“მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს”– ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
“ადამიანი გასამართლებულია და სასჯელს იხდის ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთისთვის. კობა დავითაშვილის და ვალერი გელაშვილის საქმეზე. ეს არ არის დანაშაული, რომელზეც შეიძლება თვალი დახუჭო”– აცხადებს ხიდაშელი.