ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთის აგრესიას ახსნა არ გააჩნია, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს” – მიხეილ სარჯველაძე

“რუსეთის აგრესიას ახსნა არ გააჩნია, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა.

“არ შეიძლება იყოს შეწყნარებული ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ბუნებრივია, საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ჰუმანიტარულად მხარში დგომა და ყველა დახმარების აღმოჩენა. თუმცა, ჩვენ ავხსენით ისიც, რომ მაგალითად, ისეთი რადიკალური ზომების მიღებისგან, როგორიც არის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, სამხედრო მხარდაჭერა, სანქციების დაწესება, რასაც შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი იქონიოს საქართველოზე, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმიტომ, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დევს სასწორზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! ამით გარისკვის უფლება ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გვაქვს. ეს არის მთავარი, რაც, რა თქმა უნდა, უნდა ესმოდეს და კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციის გამოკლებით და უნდა ესმოდეს, რა თქმა უნდა, უკრაინას და მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს“ -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....