ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცლებს.

ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა.

„ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცი

იტვირთბა....