პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,დღევანდელ დღეს , ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რამდენიმეჯერ “გააწნა სილა” ხელისუფლებას, გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველას – კარგია, კი ბატონო მუდამ ძალა ერთობაზე-გაერთიანებაზე ვსაუბრობ და მოვუწოდებ 2 პროცენტიან პარტიებს გადადონ ამბიციები ქვეყნის გადასარჩენად და ნაბიჯს გადადგმულს იმედია “იქიდანაც”- პრეზიდენტისგანაც გადმოდგმული ნაბიჯი მოჰყვება მოქმედებაში ასახული, პრეზიდენტმა ისაუბრა ელიტარულ კორუფციაზე მათ მომძლავრებულ-მომატებულ “მადაზე”, კასტად ჩამოყალიბდითო უთხრა ხელისუფლებას , ეს სასამართლო “მურუსიძე -ჩინჩალაძის “ კატასტროფააო….. დიახ, ასეა და ,რადგან ეს ყველაფერი ასეა , სწორედ ახლა იქნება დიდი ამნისტია საჭირო , (რადგან ეს კატასტროფული სისტემა ასამართლებს ხალხს, )ეს ბერკეტი კი. მას აქვს პრეზიდენტს, ამნისტია არის ახლა დროული, რასაც მუდამ ვამბობ და გახსოვთ პროექტიც შევიტანეთ პარტია “კანონმა და სამართალმა” ერთი წლის ( ცოტა მეტი) წინ, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ გვინდა დასავლური ტიპის არაკორუფციული, არაკლანური სასამართლო და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო -სივრცე!-წერს ჩარკვიანი