ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. ახლა განაკვეთი 9%-ს შეადგენს.
ამით ლარში გაცემული სესხები იაფდება. დეკემბრის მდგომარეობით, ასეთი 184 ათასზე მეტი სესხია.
„ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო.