24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.
ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი” ავრცელებს.