დღეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლეს. ამას ადგილზე ხმაური მოჰყვა. პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა.
კეკელიძეზე ამ წუთებშიც აქცია მიმდინარეობს.
„ვითხოვთ მორატორიუმს ჩანიშნულ გამოსახლებებზე! გათავისუფლდნენ დაკავებულები“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, ხვალ, 24 იანვარს, დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ, სადაც მორიგი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.
ფოტო: ვახუშტი მენაბდე