თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ, რის გამოც, დილიდან ადგილზე დაპირისპირებაა.
აღნიშნულს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„დააკავეს რამდენიმე ადამიანი გამოსახლების დროს, მათ შორის ჩვენი თანაპარტიელი“, – წერს ის.