თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ, რის გამოც, დილიდან ადგილზე დაპირისპირებაა.
აღნიშნულს საქართველს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“, – წერს ის.