საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „1 არხის“ ეთერში, სხვადასხვა თემასთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.
„თქვენ გახსოვთ 2030, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ადრე დააანონსა, როგორც პროექტი, თარიღი და გარკვეული ორიენტირი, რომ ეს უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც საქართველომ აღმშენებლობის მნიშვნელოვან შედეგებს უნდა მიაღწიოს და ამ დღეებში თუ თვეებში ევროკავშირისგანაც გვესმის 2030, როგორც სავარაუდო პერიოდი. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემთხვევა უკვე ევროპულ ოცნებასაც და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ეს გრძელვადიანი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართველი ხალხის წინაშე და არ ვაპირებთ, ამ პასუხისმგებლობას გავექცეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.