თბილისის მერმა, კახი კალაძემ, აკაკი წერეთლის რეაბილიტაციის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან (“მილენიუმ ბილდერს გრუპი” და “ერ ტე დე”) ხელშეკრულებები გაწყვიტა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწყებამ, ზემოაღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის, უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 4 კომპანიასთან.