თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა თემასთან ერთად, მერიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის ტრნსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიღება მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე გამოაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პოზიციებზე ანაზღაურება 1 862-დან – 3 325 ლარამდეა.