ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე, ტელევიზიებია, სხდომაა და არ ვიტყვი სიტყვას, სადაც იმყოფებით“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ, მთავრობის სხდომაზე აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.

ის, აღნიშნულ სამუშაოებთან მიმართებით, საზოგადოების ნაწილის გუშინდელ რეაქციას გამოეხმაურა.

„ვინ არიან ესენი, ვინ ხმაურებს ყველაზე მეტს, ეს არის ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და გულწრფელად გეტყვით, მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი ახლა იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მან, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი”, – თქვა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ აკაკი წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა.

იტვირთბა....