გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვლიდან 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მათივე ცნობით, მხოლოდ დეკემბრის ბოლოს რუსეთის გაძლიერებული იერიშების შედეგად 125 მშვიდობიანი უკრაინელი დააღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.
გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს დირექტორის ედემ ვოსორნუს განცხადებით, თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში 19 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რუსული საჰაერო დარტყმების ბოლო სერიამ კი საცხოვრებელი სახლების, სკოლების საავადმყოფოების, ენერგომომარაგებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
გაერო მუდმივად ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ომის მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს დოკუმენტირებულად არის დადასტურებული. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაახლოებით 6,3 მილიონი უკრაინელი სხვა ქვეყნებში წავიდა. მათი უმეტესობა – დაახლოებით 5,9 მილიონი – ევროპის ქვეყნებში დასახლდა. თავად უკრაინაში კი 3,7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.