ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დავეხმაროთ“ – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, შტატების მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მხარდაჭერა იმავე დონეზე გაგრძელდება, როგორც 2022-23 წლებში…

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ვეღარ ხედავს უკრაინის ისეთ დონეზე დახმარების საჭიროებას, როგორც აქამდე, რადგან ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს უკრაინას ფეხზე წამოდგომასა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განვითარებაში, რათა კიევმა შეძლოს დამოუკიდებლად დააფინანსოს, აწარმოოს და შეისყიდოს იარაღი.

„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე, სადაც უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ამიტომაა საჭირო, რომ კონგრესმა მიიღოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გადაწყვეტილება“, – თქვა მილერმა.

იტვირთბა....