უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ ისაუბრა.
„მე ვიტყოდი, რომ ტრამპი აღიქმება ულტრაქარიზმატული ქმედებების, რეპუტაციისა და ფრაზების დამსახურებით, მაგრამ ვინ გადასცა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი – „ჯაველინი?” პრეზიდენტმა ტრამპმა. ვინ დაიწყო უკრაინაში პირველი საზღვაო გემების, Island-ისა და Mark-6-ის ტიპის კატარღების უფასო გადაცემის პროგრამა? ტრამპმა. ვინ იბრძოდა Nord Stream 2-თან და სანქციები დაუწესა ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემ Fortuna-ს, რომელმაც ეს მილსადენი გაატარა? ეს იყო ტრამპი…
ამიტომ ტრამპი არის ადამიანი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია მუშაობა, უბრალოდ საჭიროა, იცოდეთ, თუ როგორ იმუშაოთ მასთან. თუ ის მივა არჩევნებამდე და თუ გაიმარჯვებს, სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, ვისიც ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ. არსებობს ძალიან ბევრი „თუ“, მაგრამ უკრაინას არაფრის უნდა ეშინოდეს, არც არჩვენების, არც მოქმედი ან მომავალი პოლიტიკოსების”, – განაცხადა კულებამ.