ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ენმ იქნება ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა განიხილება“ – ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ევროკავშირის პერსპექტივა განიხილება და ჩვენ ეს რუსულ კანონთან დაკავშირებით დავამტკიცეთ, როცა შევედით საკომიტეტო მოსმენაზე, ვიბრძოლეთ საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან ერთად და გავიმარჯვეთ 7-8 მარტს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შემდეგ ეს პუნქტები შეასრულეს, თუმცა გვესმის, რომ რუსული პარტიის პირობებში ეს არ იქნება. მონაწილეობას მივიღებთ თუ არა განხილვებში? ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა განიხილება, იქნება “ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად ყველგან“, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....