„ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის! – სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ.
„ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული პროგრამა და ხედვა, თუ რა საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთონ, არ გააჩნიათ. მათ ის მუხტი შეინარჩუნეს, რაც 2023 წლიდან გადმოჰყვათ – ეს არის აგრესიული საბოტაჟის პოლიტიკა, რასაც მუდმივად აწარმოებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად იციან, კომიტეტები არსებობს, არსებობს დარგობრივი თემები, საპარლამენტო ფორმატები, სადაც მუშაობაა საჭირო და არა ახალი ფორმატების მოგონება, თითქოს და, ეგენი იღვწიან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მას მერე, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო, ამან რადიკალური ოპოზიციის ბანაკში სერიოზული ისტერიკა გამოიწვია“, – თქვა მან.