ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება“ – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპაციაა, რომლის წინააღმდეგაც მნიშვნელოვანია მთავრობამ და მათმა მოწინააღმდეგეებმა ერთობის დემონსტრირება მოახდინონ.

„ოკუპაციის პრობლემების მოგვარება რომელიმე ხელისუფლებას რომ შესძლებოდა, ბუნებრივია, მოაგვარებდა. ეს არის ძალიან რთული პრობლემა, რომლის მოგვარებაც ასე მარტივად ვერ მოხდება. რატომ ვასახელებ მე ამ თემას, იმიტომ რომ არის საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც მიხვდებიან, რომ არის თემები, რაზეც დღეს უნდა შეთანხმდნენ და პირველ რიგში, ეს არის თემა, რომელიც ეხება ოკუპაციას. იცით რა არის, არ შეიძლება ყველაფერზე ერთმანეთი აკრიტიკო, ყველა საკითხზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მნიშვნელოვანია ერთობის დემონსტრირება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 26 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

იტვირთბა....