კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ქართული პოლიტიკური პროცესის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
„ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს “ქართულ ოცნებას”, უბრალოდ შანსები იქნება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომ დადგეს პოლონეთის ვარიანტი, რომ ტუსკიმ არ მოიგო არჩევნები, მოიგო მმართველმა პარტიამ, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიებმა იმდენი ხმა დააგროვეს, რომ მეტი დაუგროვდათ, ვიდრე გამარჯვებულ პარტიას და შექმნეს მთავრობა. შანსები არის უნიკალური, რადგან 40-იდან 60%-ში ჩანს, რომ ამომრჩეველმა არ იცის, ვის აძლევს ხმას. საჭიროა, რომ როგორმე “ნაციონალური მოძრაობა” დადგეს თავის თავზე მაღლა. დაანებოს კინკლაობა მელიასთან, მოხდა გაყრა, მოხდა გაყრა, კარგია თუ ცუდია, მორჩა. ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი ერთმანეთთან კინკლაობას. როგორც კი ოპოზიცია იწყებს რაღაც გადაჯგუფებას, “ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვიანობა იწყება. მკაფიოდ უნდა ითქვას, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მიხედეთ თქვენ თავს“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.