„ქართული ოცნების“ წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე, გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.
„ეს ძალიან სავალალო, სამწუხარო ამბავია, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისთვის. ასევე, იმ მედიებისთვის, რომლებსაც კეზერაშვილი აფინანსებს, რადგან მისი ახლობელი, ოჯახის წევრი დაკავებულია გერმანიის პროკურატურის შედეგად გამოცემული ორდერის საფუძველზე. გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და ნათლად ჩანს, რომ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“, იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები. იმედი მაქვს, სამართლიანობა და სამართალი იზეიმებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.